პროტესტის მონაწილეების წინაღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები 2024 წლის აპრილი - 2026 წლის აპრილი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პროტესტის მონაწილეების წინაღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები 2024 წლის აპრილი - 2026 წლის აპრილი

15 აპრილი, 2026

საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მართლმსაჯულების სისტემას სისტემატურად იყენებენ იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების პრორუსულ, პროჩინურ და პროირანულ გეოპოლიტიკურ რეორიენტაციას და იცავენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

სახელმწიფოს საკვანძო ინსტიტუტები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება, კოორდინირებულად და მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული უწყებები დამოუკიდებელ ორგანოებს წარმოადგენდნენ, მათი გამოყენება ხდება განსხვავებული აზრის ჩასახშობად, სამოქალაქო აქტივიზმის დასათრგუნად და დამოუკიდებელი მედიისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლების დასასჯელად პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის, ცენზურისა და პატიმრობის გზით.

აღსანიშნავია, რომ ამ ინსტიტუტების მრავალ მაღალჩინოსანს დემოკრატიული ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ, უკვე დაწესებული აქვთ სანქციები კორუფციასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მონაწილეობის გამო. სწორედ ეს პირები წარმართავენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმდინარე დევნას.

2024 წლიდან ათობით პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. დღეის მდგომარეობით, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე სასჯელს 49 პირი იხდის, ხოლო 65 პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დაკავებულთა შორის არიან ბიზნესლიდერები, რომლებიც საჯაროდ დაუპირისპირდნენ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მხარი დაუჭირეს პროდასავლურ დემონსტრაციებს.

დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს სისტემური მიკერძოება სასამართლო სისტემაში, მათ შორის, დაუსაბუთებელი და არაპროპორციული წინასწარი პატიმრობის რუტინული გამოყენება. პროკურატურის შუამდგომლობები ხშირად არ არის გამყარებული სარწმუნო მტკიცებულებებით, თუმცა მოსამართლეები მათ ავტომატურად აკმაყოფილებენ, რაც კიდევ უფრო აზიანებს კანონის უზენაესობას. სასამართლოები ხშირად სიტყვასიტყვით იმეორებენ პროკურატურის არგუმენტებს საქმის სპეციფიკური ფაქტებისა თუ მტკიცებულებების ყოველგვარი არსებითი გამოკვლევის გარეშე, რაც მოწმობს პოლიტიკურ ჩარევასა და სასამართლო დამოუკიდებლობის სრულ არარსებობას.

ოპოზიციის მრავალი ლიდერი დაპატიმრებულია იმგვარი ბრალდებებით, რომლებიც ფართოდ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშსწორებად. აშკარაა, რომ მათ სჯიან მმართველი პარტიის პრორუსული, პროჩინური და პროირანული კურსისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზის მშვიდობიანად დაცვის გამო.

ქვემოთ წარმოდგენილი სიები მოიცავს პოლიტიკურ პატიმრებს, როგორც უკვე მსჯავრდებულებს, ისე წინასწარ პატიმრობაში მყოფებს, მათ შორის სტუდენტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს.

პროტესტის მონაწილეების წინაღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები 2024 წლის აპრილი - 2026 წლის აპრილი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.