შვიდი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები
ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო„ სწავლობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულობებს.
ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ ოპოზიციური პარტიების კანდიდატების შესახებ, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრის უახლეს გამოკითხვებში 1%-ზე მეტი რეიტინგი აჩვენეს. ეს პარტიებია:
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“
„სტრატეგია აღმაშენებელი“
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“
„ლელო საქართველოსთვის“
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“
ანალოგიური კვლევები „ქართული ოცნებისა“ და საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულებზე.
ჩვენ შევისწავლეთ მაჟორიტარი კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.
გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.
- პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.
- 16-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა 2017-2020 წლებში „ევროპულ საქართველოს“ ჯამში 466,818 ლარი შესწირეს. პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია გიგა ბოკერია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) – 147,900 ლარი. მას მოსდევენ აკაკი ბობოხიძე – 78,145 ლარი და ლევან თარხნიშვილი – 45,746 ლარი.
- 14 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) წარსულში სხვა საარჩევნო სუბიექტის შემომწირველიც იყო. მაგალითად, 12 კანდიდატს 224,132 ლარი აქვს შეწირული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
- 4 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს 2011-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 798,222 ლარი აქვთ მიღებული. ეს კანდიდატები არიან: გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ტარიელ ნაკაიძე და ლევან თარხნიშვილი.
- 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა მისი ბიზნესკავშირები.
- მხოლოდ 1 კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.
გიგი უგულავა
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი
წარსულში: თბილისის მერი 2005-2013 წლებში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუბერნატორი 2004 წელს
გიგი უგულავა სამეწარმეო საქმიანობით არ არის დაკავებული. მან 2019 წელს პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 8,585 ლარი შესწირა.
გიგა ბოკერია
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2004-2008 და 2016-2020 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2008 წელს, 2010-2013 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
გიგა ბოკერია თავად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი 4 კომპანიაში ფლობს წილებს ან/და იკავებს დირექტორის თანამდებობას:
კომპანია | წილი |
შპს „ყოველკვირეული საინფორმაციო - ანალიტიკური ჟურნალი ტაბულა“ | 14% / დირექტორი |
შპს „Tabula Advertising“ | 100% |
შპს „ლუმიერი“ | 100% |
შპს „ტაბულა მედია“ | 49% / დირექტორი |
გიგა ბოკერიამ ბოლო დეკლარაცია 2019 წლის 30 დეკემბერს შეავსო, სადაც მან არ მიუთითა მისი მეუღლის წილები ორ კომპანიაში: შპს „Tabula Advertising“ და შპს „ტაბულა მედია“, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
მთლიადნობაში, გიგა ბოკერიამ, მისმა მეუღლემ და მეუღლის ბიზნესპარტნიორებმა პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 134,705 ლარი შესწირეს. გიგა ბოკერიამ პირადად „ევროპულ საქართველოს“ 2017-20 წლებში 68,225 ₾ შესწირა. 2015 წელს მან 4,996 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.“ მისმა მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა 2017-2020 წლებში 40,480 ლარი შესწირა „ევროპულ საქართველოს“. თამარ ჩერგოლეიშვილის ბიზნესპარტნიორებმა ანასტასია ბენდუქიძემ (კომპანიიდან შპს „ყოველკვირეული საინფორმაციო - ანალიტიკური ჟურნალი ტაბულა“) და გიორგი ფრუიძემ (კომპანიიდან შპს „ტაბულა მედია“) 2018 წელს 11,000 და 15,000 ლარი შესწირეს „ევროპულ საქართველოს“.
შპს „ყოველკვირეულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა ჟურნალმა ტაბულამ“ 2012 წელს 64,494 ლარის ღირებულების 6 გამარტივებული შესყიდვა მიიღო დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან. ამ კომპანიის გავლით თამარ ჩერგოლეიშვილი ასევე დაკავშირებულია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ოთარ კახიძესთან.
ტარიელ ნაკაიძე
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი
ტარიელ ნაკაიძე ფლობს 3 კომპანიის წილებს და არის ინდივიდუალური მეწარმე:
კომპანია | წილი / დამატებითი ინფორმაცია |
შპს „თარჯიმანი“ | 40% / დირექტორი |
შპს „TRANSLATION CENTER“ | 100% |
შპს „თარჯიმანი“ | 100% / დირექტორი |
- |
შპს „TRANSLATION CENTER“-მა 2012-2016 წლებში მიიღო 8,619 ლარის 51 მცირე პირაპირი კონტრაქტი სახელმწიფოსგან.
ელენე ხოშტარია
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
წარსულში: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე 2007-2012 წლებში
ელენე ხოშტარია არ არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. მან 2017-2019 წლებში პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 10,545 ლარი შესწირა.
ლევან თარხნიშვილი
გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2015-2016 წლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2007-2010 წლებში
ლევან თარხნიშვილმა 2013-2016 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 31,000 ლარი შესწირა, ხოლო 2017-2020 წლებში – 45,746 ლარი პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“. მისმა მეუღლემ, ანა თარხნიშვილმა 2020 წელს „ევროპულ საქართველოს“ 5,000 ლარი შესწირა.
ლევან თარხნიშვილის მეუღლე ანა თარხნიშვილი 3 კომპანიის წილებს ფლობს:
კომპანია | წილი |
შპს „ჰოლმარკ დიდუბე რეზიდენსი“ | 100% / დირექტორი |
შპს „ბი-სი-ჯი მონიტორინგი“ | 50% / დირექტორი |
80% / დირექტორი |
ანა თარხნიშვილის კომპანიამ შპს „ბი-სი-ჯი -კვლევამ“ 2011-2020 წლებში 28 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა საერთო ღირებულებაც 725,109 ლარს შეადგენდა.
ირმა ნადირაშვილი
რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში
ირმა ნადირაშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე დავით დაღელაშვილი ფლობს შპს „საშუამავლო ჯგუფი საქართველოში“-ს 25%-ს.
ირმა ნადირაშვილმა 2017-2020 წლებში პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 29,982 ლარი შესწირა. მისმა მეუღლემ დავით დაღელაშვილმა 2015-2016 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა 20,000 ლარი.
აკაკი ბობოხიძე
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი,
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-1995, 2001-2005 და 2008-2020 წლებში, იმერეთის გუბერნატორი 2006-2008 წლებში, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი 1990-1992 წლებში
აკაკი ბობოხიძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2012-2016 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 35,990 ლარი შესწირა, 2017-2020 წლებში კი – 78,145 ლარი პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
გიგი წერეთელი
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2020 წლებში
გიგი წერეთელი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2012-2016 წლებში „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ 20,500 ლარი შესწირა, 2017-2019 წლებში კი – 26,045 ლარი პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
ოთარ კახიძე
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე
წარსულში: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2009-2012 წლებში
ოთარ კახიძე ფლობს შპს „ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალი ტაბულას“ 10%-ს. აღნიშნული კომპანიის გავლით ოთარ კახიძე ასევე დაკავშირებულია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატის, გიგა ბოკერიას მეუღლესთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან.
ოთარ კახიძემ პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 2017-20 წლებში 27,195 ლარი შესწირა, ხოლო 2016 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 60,000 ლარი.
სერგო რატიანი
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2020 წლებში
სერგო რატიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2013-2016 წლებში 12,746 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,“ 2017-2020 წლებში კი – 18,845 ლარი პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
ზურაბ ჭიაბერაშვილი
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
წარსულში: კახეთის გუბერნატორი 2012-2013 წლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი 2012 წელს, საქართველოს ელჩი შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში 2011-2012 წლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი 2005-2010 წლებში, თბილისის მერი 2004-2005 წლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2003-2004 წლებში
ზურაბ ჭიაბერაშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2015 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 4,000 ლარი შესწირა, 2017-2020 წლებში კი – 28,000 ლარი პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
გიორგი ღვინიაშვილი
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ თავმჯდომარე
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში, კახეთის გუბერნატორი 2008-2012 წლებში
გიორგი ღვინიაშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2013-2015 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 11,100 ლარი შესწირა, 2017-19 წლებში კი – 9,545 ლარი პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
შალვა შავგულიძე
მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში
შალვა შავგულიძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2015-2018 წლებში „თავისუფალი დემოკრატებს“ 5,800 ლარი შესწირა.
ლელა ქებურია
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
ლელა ქებურიას მეუღლე გიორგი ჯიქია არის შპს „დლგ ჯგუფის“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი. მაჟორიტარობის კანდიდატმა 2017-2020 წლებში 22,545 ლარი შესწირა პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
ხათუნა გოგორიშვილი
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2004-2020 წლებში
ხათუნა გოგორიშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2012-2016 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 13,600 ლარი შესწირა, 2017-19 წლებში კი – 9,545 ლარი პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
არმაზ ახვლედიანი
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-2004 წლებში; “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი
არმაზ ახვლედიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ის 2016 წელს ბათუმის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და საკუთარ კამპანიას 19,100 ლარი შესწირა.
არსენ კარაპეტიანი
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსი 2008-2012 წლებში
არსენ კარაპეტიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 9,185 ლარი შესწირა.
ზურაბ ჩილინგარაშვილი
ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში
ზურაბ ჩილინგარაშვილი ფლობს შპს „ელმასას“ 67%-ს. მან 2013-2015 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 9,000 ლარი შესწირა. მისმა მეუღლემ, მეგი კაჭკაჭიშვილმა 2017 წელს 2,000 ლარი შესწირა პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
გოჩა გურგუჩიანი
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე
გოჩა გურგუჩიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2019 წელს პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის„ 1,205 ლარი შესწირა, 2014 წელს კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 1,200 ლარი.
______________________________________________________
სტრატეგია აღმაშენებელი
პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“ დასახელებული ჰყავს ორი მაჟორიტარი კანდიდატი. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან და საკუთარ პარტიას ჯამში 194,500 ლარი შესწირეს (ოჯახის წევრების შემოწირულობების ჩათვლით):
გიორგი ვაშაძე
ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2010-2012 წლებში
გიორგი ვაშაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე ქეთევან სიჭინავა არის შპს „ფიჩისა“ და შპს „ნარას“ დირექტორი და ფლობს ამ კომპანიების 50% და 45%-ს.
გიორგი ვაშაძემ 2017-2018 წლებში „სამოქალაქო პლატფორმა - ახალ საქართველოს“ 84,500 ლარი შესწირა, 2017-2018 წლებში „სტრატეგია აღმაშენებელს“ – 84,500, ხოლო 2012-15 წლებში 20,500 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გარდა ამისა, მისმა მეუღლემ ქეთევან სიჭინავამ 2016-2020 წლებში „სტრატეგია აღმაშენებელს“ 110,000 ლარი შესწირა, 2016 წელს „სამოქალაქო პლატფორმა - ახალ საქართველოს“ – 50,000 და „წარმატებულ საქართველოს“ – 9,000 ლარი.
თამარ ჩარკვიანი
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, „სტრატეგია აღმაშენებელი“
თამარ ჩარკვიანი არის შპს „მორკინალი-1-ის“ დირექტორი და შპს „ქართული სიტყვა, ლიტერატურა, ხელოვნება, პოლიტიკის“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი.
______________________________________________________
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი 29 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (1-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები ჯამში დაკავშირებულნი არიან 24 კომპანიასთან (აქედან 5 ინდივიდუალური მეწარმეა).
- 9 კანდიდატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ჯამში 362,530 ლარი შესწირა. ამ თანხის უმეტესობა (287,000 ლარი) პარტიას 5-მა კანდიდატმა შესწირა დროის მოკლე შუალედში: 2020 წლის 4-21 სექტემბერს.
- 3 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2013-2020 წლებში 67,172 ლარი მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: სოსლან გარსევანიშვილი, არჩილ ბენიძე და ერეკლე საღლიანი.
- 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ირმა ინაშვილმა მის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა.
- 11 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა. ეს კანდიდატები არიან: არტაშეს ჰაკობიანი, გიორგი კასრაძე, გურამ ნიკოლეიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ელიზბარ (ელიბო) პატურაშვილი, თეიმურაზ ფაჩულია, იოსებ პარწიკანაშვილი, მალხაზ თოფურია, მახირ იუსუბოვი, მერაბ ჭიქაშვილი, ნონა ასათიანი.
ირმა ინაშვილი
ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი
ირმა ინაშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და ფლობს შპს „მედია - სახლი ობიექტივის“ 28.5%-ს და შპს „კომპანია ეკონომ X-ის“ 50%-ს. მას პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ 2020 წლის დეკლარაციაში აღნიშნული კომპანიები დეკლარირებული აქვს, თუმცა ამ წილების მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევაა.
ნანა დევდარიანი
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს სახალხო დამცველი 2000-2003 წლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2003 წელს, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-1995, 1999-2000 წლებში
ნანა დევდარიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2016 წელს „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს“ 1,000 ლარი შესწირა.
იოსებ შატბერაშვილი
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში
იოსებ შატბერაშვილი არის შპს „პანაცეას“ 75%-ის მფლობელი. 2012 წელს მან „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ 24,000 ლარი შესწირა, 2015-2017 წლებში „მემარცხენე ალიანსს“ – 2,035 ლარი, ხოლო 2020 წელს 60,000 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
კახაბერ ძაგანია
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში
კახაბერ ძაგანია ფლობს შპს „მდმ ინვესტის“ 33.4%-ს. კომპანიის დირექტორმა და მეწილემ დავით მარგველაშვილმა 2020 წელს 25,000 ლარი შესწირა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“. კახაბერ ძაგანიამ 2012 წელს „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ 28,520 ლარი შესწირა, 2015-2017 წლებში „მემარცხენე ალიანსს“ – 2,180 ლარი, ხოლო 2020 წელს 60,000 ლარი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
პაატა ჯიბლაძე
რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი
პაატა ჯიბლაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2012 წელს მან „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ 20,000 ლარი შესწირა, 2014 წელს „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ – 300 ლარი, ხოლო 2020 წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 57,000 ლარი.
არჩილ ბენიძე
დიდუბე / ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
არჩილ ბენიძე არის შპს „ბესთ სერვის ჯეოს“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი. ის ასევე არის ინდ. მეწარმე და 2017 წელს ამ სტატუსით გაუფორმდა 1,200 ლარის საერთო ღირებულების 2 მცირე გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი. არჩილ ბენიძემ 2020 წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 60,000 ლარი შესწირა.
სოსლან გარსევანიშვილი
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი
სოსლან გარსევანიშვილი არის ინდივიდუალური მეწარმე. 2013 წელს მან ამ სტატუსით 64,847 ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტი მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან. სოსლან გარსევანიშვილმა 2015 წელს 90 ლარი შესწირა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
ამირან ტაკიძე
ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-1999 წლებში
ამირან ტაკიძე და მისი შვილი ლევან ტაკიძე სამეწარმეო საქმიანობით არიან დაკავებულნი. ისინი 5 კომპანიაში ფლობენ წილებს და იკავებენ ხელმძღვანელ პოზიციებს:
კომპანია | წილი / თანამდებობა |
ამირან ტაკიძე | |
შპს „პროფესიონალი“ | 50% |
100% / დირექტორი | |
50% / დირექტორი | |
შპს „ბათუმის არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა“ | 25 %
|
ლევან ტაკიძე (შვილი) | |
შპს „ნიუ მეჯიქი“ | 100% / დირექტორი |
ინდ. მეწარმე | - |
ვიქტორ ცაავა
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი
ვიქტორ ცაავა არის რკ „ხორნაბუჯის“ დირექტორი და გამგეობის წევრი. ის ასევე არის ინდივიდუალური მეწარმე.
ზორბეგ ბერიძე
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი
ზორბეგ ბერიძე არის შპს „ჯორჯიან ეტალონის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი.
ზაურ გაბაიძე
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი
ზაურ გაბაიძე არის შპს „ევრო პროჯექტის“ დირექტორი. 2014 წელს მან 300 ლარი შესწირა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
ოთარ ჭითანავა
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და ტრანზიტული გადაზიდვების დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი 2002-2004 წლებში
ოთარ ჭითანავა 3 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ის არის შპს „პატრიოტის“ დირექტორი და ფლობს 10-10%-იან წილებს შპს „ინტერნეიშნალ ტურისტ ჯორჯიასა“ და შპს „ასტია ჰოლდინგში“.
შოთა გოგიბერიძე
ოზურგეთის, ლაჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ოზურგეთელ მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისათვის„ თავმჯდომარე
შოთა გოგიბერიძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2014 წელს მისმა მეუღლემ, მაკა გოგუაძემ 150 ლარი შესწირა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
ირაკლი კობრავა
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი
ირაკლი კობრავა ფლობს შპს „იმედის“ 50%-ს. 2020 წელს მან 49,990 ლარი შესწირა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
ოთარ შაორშაძე
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი
ოთარ შაორშაძე არის შპს „სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომპანია ალიონის“ დირექტორი და 85%-იანი წილის მფლობელი.
ერეკლე საღლიანი
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი
ერეკლე საღლიანი ინდივიდუალური მეწარმეა. ამ სტატუსით მან 2015-2020 წლებში 1,125 ლარის საერთო ღირებულების 3 მცირე პირდაპირი კონტრაქტი მიიღო.
კობა მაზანაშვილი
გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი
კობა მაზანაშვილი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. 2020 წელს მან 50,000 ლარი შესწირა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
მაია ცაბუტაშვილი
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი
მაია ცაბუტაშვილი არის შპს „პანაცეას“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი.
____________________________________________________________
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი 10 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 3 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან.
- 7-მა კანდიდატმა 2014-2020 წლებში „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ ჯამში 41,845 ლარი შესწირეს.
- 3 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა. ესენი არიან: შალვა ნათელაშვილი, თემურ წიკლაური და სამსონ გუგავა.
ბექა ნათელაშვილი
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: „ლეიბორისტული“ პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „დუშეთის მომავლისათვის” თავმჯდომარე
შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2017-2020 წლებში 9,860 ლარი შესწირა „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“.
ნიკოლოზ ვარდოშვილი
თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის და ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: ქ. თელავის საკრებულოს ფრაქცია „ძლიერი თელავის„ თავმჯდომარე 2016-2017 წლებში
ნიკოლოზ ვარდოშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2020 წელს მან „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ 8,000 ლარი შესწირა.
მიხეილ ქუმსიშვილი
რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი
მიხეილ ქუმსიშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2018-2020 წლებში 6,000 ლარი შესწირა „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“.
ალი ბადიროვი
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი
ალი ბადიროვი ინდივიდუალური მეწარმეა. 2020 წელს მან „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ 7,235 ლარი შესწირა.
გიორგი ჩიტაური
ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი
გიორგი ჩიტაური არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2020 წელს მან „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ 5,000 ლარი შესწირა.
ტარიელ კალანდარიშვილი
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი
ტარიელ კალანდარიშვილი არის შპს „პირამიდის“ 33%-ის მფლობელი და შპს „წითელი მეტეორის“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი.
ტარიელ კალანდარიშვილმა 2014-2020 წლებში „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ 5,650 ლარი შესწირა.
დავით მამალაძე
ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი
დავით მამალაძე არის სპს „საქართველოს ადვოკატთა საზოგადოება, შარაშიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი.
2016 წელს მან „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ 100 ლარი შესწირა. სპს „საქართველოს ადვოკატთა საზოგადოება, შარაშიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელმა გოჩა გორდელაძემ 2011 წელს „ქართულ პარტიას“ 9,000 ლარი შესწირა.
____________________________________________________________
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
პოლიტიკურ პარტიას „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ მაჟორიტარი დეპუტატობის 8 კანდიდატი ჰყავს დასახელებული. სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული არ არის 6 კანდიდატი: ალექსანდრე ელისაშვილი (საბურთალო), გენრი დოლიძე (ბათუმი), ინდიკო ბერძენაძე (სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი), ოთო ქერქაძე (ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური), დავით გიორგაძე (ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი) და გიორგი გაბაიძე (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო).
დანარჩენი ორი კანდიდატი დაკავშირებულია სულ 4 კომპანიასთან და საკუთარი პარტიისთვის შეწირული აქვს 40,000 ლარი:
ლევან იოსელიანი
მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი
ლევან იოსელიანი არის სპს „ასლანიშვილი და იოსელიანის“ დამფუძნებელი და დირექტორი. მან 2020 წელს 40,000 ლარი შესწირა პარტიას „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“.
იოსებ კენჭაძე
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
იოსებ კენჭაძე 3 კომპანიაში ფლობს წილებს და იკავებს დირექტორის პოზიციას:
კომპანია | წილი |
შპს „ლატონა“ | 50% / დირექტორი |
შპს „ამბრელა სერვის გრუპ“ | 100% / დირექტორი |
შპს „კ.პ.ს. - კაპიტალი“ | 100% / დირექტორი |
იოსებ კენჭაძის კომპანიამ შპს „ამბრელა სერვის გრუპმა“ 2017-2018 წლებში 700 ლარის საერთო ღირებულების 2 მცირე გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღო.
____________________________________________________________
ლელო საქართველოსთვის
- პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი 28 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ეს 14 კანდიდატი ჯამში დაკავშირებულია 73 კომპანიასთან.
- 6-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა 2019-2020 წლებში „საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს“ და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ჯამში 419,950 ლარი შესწირეს. პირადად ყველაზე მსხვილი შემოწირულობა გაიღო საბა ბუაძემ – 60,000 ლარი. პირადი შემოწირულობა არ გაუღია ბადრი ჯაფარიძეს, თუმცა მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ლელოს“ 311,000 ლარი შესწირეს. დანარჩენი შემომწირველები არიან: ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაზე, მალხაზ ვახტანგაშვილი და გიგლა მიქაუტაძე.
- 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვების გზით 1,156,881 ლარის საბიუჯეტო თანხები და 3,033,996 ლარის საერთაშორისო დონორის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: ლევან კობერიძე, ბადრი ჯაფარიძე, სოსო ლიპარტელიანი, ირაკლი ტალახაძე, თორნიკე ართქმელაძე, კახა კოჟორიძე და ანა ბიბილაშვილი.
- 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ლევან კობერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა მისი ბიზნესკავშირები.
- 10 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა: ჯამბულ ხოზრევანიძე, გიორგი ჭელიძე, თამარ ბელქანია, გიორგი ბარამია, ეკა ქვლივიძე, მურად მურადოვი, გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი და ანი მიროტაძე.
ბადრი ჯაფარიძე
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი
ბადრი ჯაფარიძე აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ის მთლიანობაში დაკავშირებულია 36 კომპანიასთან, რომლებმაც 2015-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 186,314 ლარი საბიუჯეტო თანხები მიიღეს და 3,033,996 ლარი საერთაშორისო დონორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება:
კომპანია | წილი | დამატებითი ინფორმაცია |
შპს „გეოპლანტი“ | 26% | კომპანია, თავის მხრივ, ფლობს წილებს კიდევ 5 კომპანიაში:
|
შპს „როიალ ხვანჭკარა“ | 48.6% | კომპანია, თავის მხრივ, ფლობს წილებს კიდევ 2 კომპანიაში:
|
9% | - | |
შპს “ქართული ტრადიცია“ | 50% | კომპანია, თავის მხრივ, ფლობს წილებს კიდევ 3 კომპანიაში:
|
26.9% | კომპანია, თავის მხრივ, ფლობს წილებს კიდევ 3 კომპანიაში:
| |
22.5% | კომპანია, თავის მხრივ, ფლობს შპს „ჩხავერის ვენახის“ 49%-ს. | |
შპს „ვაზისუბნის მამული“ | 50% | - |
შპს „ეიჩ-არ-სი თბილისი“ | 13.6% | კომპანია, თავის მხრივ, ფლობს შპს „ალაბამას“ 50%-ს. |
შპს „ბორბალო ჯგუფი“ | 18.75% | - |
შპს „მწვანე გარემო“ | 33.33% | კომპანია, თავის მხრივ, ფლობს შპს „ქართული პროდუქტის“ 60%-ს. |
| - | |
შპს „ვარძიის ტერასები“ | 46.5% | - |
50% | - | |
შპს „ხეორიჰესი“ | 70% | - |
შპს „დი ეს პორტ ინვესტი“ | 100% | კომპანია, თავის მხრივ, ფლობს შპს „თიბისიეიჩ ანაკლიას“ 15%-ს. |
შპს „აგარაკი უწერაში“ | 90% | - |
შპს „ნაფარეულის მამული“ | 50% | - |
შპს „ზარზმაჰესი“ | 90% | - |
შპს „გეოპლანტმა“ 2016-2020 წლებში გაიმარჯვა 58,576 ლარის ღირებულების 5 ტენდერში და 1 კონსოლიდირებულ ტენდერში (42,600 ლარის სავარაუდო ღირებულების ჩაი). გარდა ამისა, 2012-2019 წლებში კომპანიამ მიიღო 56,705 ლარის ღირებულების 18 პირდაპირი კონტრაქტი.
შპს „ახალმა სამშენებლო კომპანიამ“ 2019 წელს მოიგო 3,033,996 ლარის ღირებულების ტენდერი (დონორის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი დაფინანსება).
შპს „როიალ ხვანჭკარამ“ 2015-2019 წლებში მიიღო 13,460 ლარის ღირებულების 8 მცირე პირდაპირი კონტრაქტი.
შპს „ეიჩ-არ-სი თბილისმა“ 2017-2018 წლებში მიიღო 14,208 ლარის საერთო ღირებულების 4 პირდაპირი კონტრაქტი.
შპს „ვაზისუბნის მამულმა“ 2019 წელს მიიღო 765 ლარის 1 პირდაპირი კონტრაქტი.
ბადრი ჯაფარიძე პირადად პოლიტიკური შემომწირველი არ არის, თუმცა მისმა ბიზნესპარტნიორებმა მთლიანობაში „ლელოს“ 311,000 ლარი შესწირეს:
შემომწირველი | თანხა | პარტია/კანდიდატი | წელი | კავშირი ბადრი ჯაფარიძესთან |
30,000₾ | ლელო | 2020 | შპს „როიალ ხვანჭკარა“; შპს „ვაზისუბნის მამული“ | |
30,000₾ | ლელო | 2020 | შპს „როიალ ხვანჭკარა“; შპს „ვაზისუბნის მამული“; შპს „ვარძიის ტერასები“ | |
60,000₾ | ლელო | 2020 | შპს ალაბამა | |
60,000₾ | ლელო | 2020 | შპს „ბორბალო ჯგუფი“ | |
25,000₾ | ლელო | 2020 | შპს „მწვანე გარემო“ | |
96,000₾ | ლელო | 2019-2020 | შპს ქართული პროდუქტი | |
10,000₾ | ლელო | 2020 | ||
2,000₾ | ქართული ოცნება | 2016 | შპს „როიალ ხვანჭკარა“ | |
10 000₾ | ქართული ოცნება | 2013 | შპს „გეოპლანტი“; | |
4,000₾ | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 2012 | შპს „ბორბალო ჯგუფი“ |
ლევან კობერიძე
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: საქართველოს პარლამენტის წევრი
ლევან კობერიძე ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ის და მისი მეუღლე, სოფიო მოსიძე 5 კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი:
პიროვნება | კომპანია | წილი |
ლევან კობერიძე | შპს „branding.ge“ | 100%კომპანია, თავის მხრივ, ფლობს შპს „ბისიბის“ 10%-ს. |
შპს „ბობო“ | 100% | |
შპს „თ-არტი“ | 100% | |
სოფიო მოსიძე | შპს „მოსე მწერალი“ | 40% |
ლევან კობერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით ბოლო დეკლარაცია 2020 წლის იანვარში შეავსო, სადაც მან არ ახსენა შპს „ბისიბი“, რომლის 10%-საც შპს „branding.ge“ ფლობს, რაც ეწინააღმდეგება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.
მაჟორიტარობის კანდიდატმა 2016 წელს პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 55,000 ლარი შესწირა.
2012-2017 წლებში შპს „branding.ge-მ“ სახელმწიფოსგან 30,503 ლარის ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
პაატა ცივაძე
ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
პაატა ცივაძე აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში და ფლობს 7 კომპანიის წილებს ან/და იკავებს დირექტორის პოზიციას:
კომპანია | წილი |
16% / დირექტორი | |
შპს „ორთქლი“ | 33% |
შპს „ეს პე მედია“ | 25% |
შპს „კორსაირ ვორლდ ჯორჯია“ | 33% |
შპს „თაურუს ჯორჯია“ | 10% |
შპს „იზი პრინტი“ | გენერალური დირექტორი |
შპს „ვეიპინგ ჯი“ | 20% |
პაატა ცივაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის #68 საარჩევნო ოლქში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და პარტიას 1,500 ლარი შესწირა. მისმა ბიზნესპარტნიორმა, შპს „სილქ როუდ მარშალ არტს გეიმსის“ 17%-ის მფლობელმა კახა ბასილიამ 2012 წელს „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ 60,000 ლარი შესწირა. შპს „იზი პრინტის“ 100%-ის მფლობელმა ცირა ჯავახიშვილმა 2014 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 1,200 ლარი შესწირა.
ირაკლი ტალახაძე
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი
ირაკლი ტალახაძე 3 კომპანიის წილებს ფლობს და დირექტორის პოზიციას იკავებს ამ კომპანიებში:
კომპანია | წილი |
შპს „ბიჯი“ | 100% / დირექტორი |
შპს „სტარი„ | 30% / დირექტორი |
შპს „ვინიფერა„ | 100% / დირექტორი |
ირაკლი ტალახაძის შპს „სტარმა“ 2012-2016 წლებში 15,860 ლარის 4 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
საინტერესოა ასევე, რომ ა(ა)იპ „ქართულმა ღვინომ,“ რომლის გამგეობის წევრიც ირაკლი ტალახაძეა, 2012-2020 წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოსგან 2,828,236 ლარის 36 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
სოსო ლიპარტელიანი
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი
სოსო ლიპარტელიანი არის 5 კომპანიის წილის მფლობელი ან/და დირექტორი:
კომპანია | წილი |
შპს „აი ჯი სი“ | 5% / დირექტორი |
შპს „ბიზნეს კაპიტალი“ | 45% |
შპს „რეკორდი“ | 40% |
შპს „ორიონი +“ | 25% |
შპს „გიო 2005“ | 20% |
სოსო ლიპარტელიანი თავად არ არის პოლიტიკური შემომწირველი. მისი ბიზნესპარტნიორი, შპს „აი ჯი სის“ 50%-ის მფლობელმა ვლადიმერ ბაკურაძემ 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ 50,000 ლარი შესწირა.
შპს „ბიზნეს კაპიტალმა„ 2012-2014 წლებში 122,766 ლარის ღირებულების 4 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
თორნიკე ართქმელაძე
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონი მაჟორიტარობის კანდიდატი
თორნიკე ართქმელაძე ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და 4 კომპანიაში ფლობს წილებს:
კომპანია | წილი |
შპს „თი ენდ ეი ლოუ“ | 50% / დირექტორი |
შპს „ბილდინგ არტ“ | 20% |
შპს „პერლიტი“ | 100% |
შპს „თი ენდ ეი ბიზნეს“ | 50% / დირექტორი |
თორნიკე ართქმელაძის კომპანიამ, შპს „ბილდინგ არტმა“ 2016-2020 წლებში 724,088 ლარის ღირებულების 4 ტენდერში გამაირჯვა.
ლევან სამუშია
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
ლევან სამუშია ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და დაკავშირებულია 3 კომპანიასთან:
კომპანია | წილი |
შპს „რეგისტრი“ | 100% / დირექტორი |
კს „ლევანი და კომპანია“ | დირექტორი / დამფუძნებელი |
სპს „ლ. Მ. და კომპანია“ | დირექტორი / დამფუძნებელი |
გიგლა მიქაუტაძე
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 2012 წელს
გიგლა მიქაუტაძე ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და დაკავშირებულია 2 კომპანიასთან:
კომპანია | წილი |
შპს „ქართული დესერტი“ | 40% |
შპს „ინფინიტი“ | 100% / დირექტორი |
გიგლა მიქაუტაძემ 2020 წელს 1,450 ლარი შესწირა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“. მისმა ბიზნესპარტნიორმა, შპს „ქართული დესერტის“ დირექტორმა და 40%-ის მფლობელმა, ნინო გოგალაძემ 2020 წელს 20,000 ლარი შესწირა ამავე პარტიას.
საბა ბუაძე
მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი
საბა ბუაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2019 წელს „საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს“ 30,000 ლარი შესწირა, 2020 წელს კი უკვე პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ – 30,000 ლარი.
ლანა გალდავა
ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი
ლანა გალდავა არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წელს 15,000 ლარი შესწირა.
ფიქრია ჩიხრაძე
სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-2008 წლებში
ფიქრია ჩიხრაძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2020 წელს მან 10,000 ლარი შესწირა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, ხოლო 2012-ში 6,000 ლარი – „ახალ მემარჯვენეებს“.
ირაკლი კუპრაძე
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი
ირაკლი კუპრაძე ინდივიდუალური მეწარმეა.
კახა კოჟორიძე
ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი 2015-18 წლებში
კახა კოჟორიძე ფლობს შპს „კოჟორიძე იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგის“ 50%-ს. აღნიშნულმა კომპანიამ 2019 წელს 1 მცირე 5,250 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
პაპუნა კობერიძე
გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: ქ.გორის საკრებულოს თავმჯდომარე 2015 წელს
პაპუნა კობერიძე ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ის ფლობს კომპანიის შპს „პაგი +“ 50%-ს და შპს „დარიალის“ 34%-ს.
მალხაზ ვახტანგაშვილი
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში
მალხაზ ვახტანგაშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2020 წელს მან 2,500 ლარი შესწირა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“.
ანა ბიბილაშვილი
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი
ანა ბიბილაშვილი არის შპს „ET-ის“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი. კომპანიამ 2015 წელს 2 პირდაპირი კონტრაქტი მიიღო საერთო ღირებულებით 72,100 ლარი.
გიორგი სიორიძე
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი
გიორგი სიორიძე არის შპს „ინთერნეიშენელ ჯორჯიან გრუფის“ 22%-ის მფლობელი და დირექტორი და შპს „ონლაინ კაზინო ჯერმანის“ 45%-ის მფლობელი.
ალექსანდრე ახვლედიანი
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: გუბერნატორის მოადგილე სამეგრელოში 2005-2008 წლებში
ალექსანდრე ახვლედიანი არის შპს „ენგური ა.ა. თრეველს ტურის“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი.
____________________________________________________________
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
პოლიტიკურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ სულ 6 მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს, საიდანაც ორი კანდიდატი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში: ბორის (ჩელე) ყურუა და ნიკა მოსიაშვილი.
დანარჩენი 4 კანდიდატი:
- დაკავშირებულია 8 კომპანიასთან;
- პოლიტიკური შემოწირულობის სახით საკუთარი პარტიისთვის გაღებული აქვს 182,051 ლარი.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არის შპს „შმაქსის“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი. ასევე ის ფლობს შპს „ჟურნალი მედიატორის“ 15%-ს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 2016 წელს „ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს“ 5,000 ლარი შესწირა, 2015 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 2,000 ლარი.
იაგო ხვიჩია
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე
იაგო ხვიჩია არის შპს „მანა ლეგალ კონსალტინგის“ დირექტორი და 20%-ის მფლობელი. ასევე ის ფლობს შპს „თბილისი ლიგალ კონსალტინგის“ 50%-ს და არის ამ კომპანიის დირექტორი.
იაგო ხვიჩიამ 2016-2017 წლებში „ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს“ 29,650 ლარი შესწირა. გარდა ამისა, იაგო ხვიჩიას ბიზნესპარტნიორმა, შპს „თბილისი ლიგალ კონსალტინგის“ 25%-ის მფლობელმა იმედო არჯევანიძემ 2016 წელს 2,000 ლარი შესწირა „ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს“.
ვახტან მეგრელიშვილი
რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე 2004-2007 წლებში
ვახტანგ მეგრელიშვილი თავად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი მეუღლე მაია ჩარჩხალია არის შპს „მეგაკოს“ დირექტორი და 100%-ის მფლობელი.
ვახტანგ მეგრელიშვილმა 2016-2019 წლებში „ახალ პოლიტიკურ ცენტრს - გირჩს“ 145,401 ლარი შესწირა.
ვახტანგ ზენაიშვილი
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე 2013-2015 წლებში
ვახტანგ ზენაიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე გავაშელაშვილი ინდივიდუალური მეწარმეები არიან. ვახტანგ ზენაიშვილი ასევე ფლობს 50%-იან წილს შპს „თავთავში“ და არის ამ კომპანიის დირექტორი.
ვახტანგ ზენაიშვილმა 2017 წელს ლანჩხუთის საკრებულოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კამპანიას 100 ლარი შესწირა.