Publications | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
პუბლიკაციები
09 ნოემბერი, 2022

კორუფციის რისკები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში

2013-2021 წლებში, სამცხე-ჯავახეთში, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა და თანამდებობებზე მყოფმა პირებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა,  ჯამში 39-მა სუბიექტმა, 54 ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 129 775 კვ.მ. მიწა,  7 725 685 ლარად იყიდეს. მათ შორის,  გასხვისებული მიწის  75 % (97 417 კვ.მ)  უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით 2 938 300 ლარად გაიყიდა. გარდა ამისა, 8 სუბიექტმა, 378 223 კვ.მ.

08 ნოემბერი, 2022

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.6-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი „კოვიდ” პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 64%-ით აჭარბებს.

03 ნოემბერი, 2022

მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევები — განახლებადი სია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის შესაძლო კორუფციულ დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი და რომლებზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. ჩვენი მიზანია შევქმნათ პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის რეალური მასშტაბი.

03 ნოემბერი, 2022

თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები საკრებულოს როლს დაასუსტებს

“ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების სახელით დაინიცირებული ცვლილებები მნიშვნელოვნად ასუსტებს საკრებულოს როლს, ხელს უშლის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას და მორგებულია მხოლოდ მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” ინტერესებზე.

02 ნოემბერი, 2022

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე პატიმრობაში დატოვა

დღეს, 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ჯორბენაძემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ და დავით მამისეიშვილმა  „რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ორი ეპიზოდი - ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე და ე.წ. ავტომანქანის საქმე).

02 ნოემბერი, 2022

ხარვეზები აჭარის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს და მთავრობის თანამდებობის პირების მიერ 2021-2022 წლებში შევსებული დეკლარაციები და 39%-ში ხარვეზები გამოავლინა.

01 ნოემბერი, 2022

განცხადება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც ახალი სტრუქტურის – სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნას ითვალისწინებს.

29 ოქტომბერი, 2022

სენაკის მუნიციპალიტეტის არალეგიტიმური საკრებულო აგრძელებს კანონის დარღვევით საქმიანობას

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გრძელდება კანონის უხეში დარღვევა, კერძოდ, არაუფლებამოსილმა საკრებულომ 25 ოქტომბერს თავმჯდომარე აირჩია.

26 ოქტომბერი, 2022

ქობულეთის მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო შესყიდვები ქობულეთის მუნიციპალიტეტთან

კომპანია „ზომა” ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში უკონკურენტოდ იმარჯვებს. კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე  - ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია.

25 ოქტომბერი, 2022

კოალიცია მოსამართლეთა XXXI კონფერენციას ეხმაურება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალ არჩევას.

გვერდები