Publications | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
პუბლიკაციები
11 დეკემბერი, 2023

დმანისის ყოფილ მერზე შეიარაღებული თავდასხმა პროკურატურამ სრულყოფილად უნდა გამოიძიოს

2023 წლის 1 ნოემბერს დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ამჟამად მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფება, თავს დაესხნენ. ავტომანქანით გადაადგილებისას მას ავტომანქანით ორი პირი აედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

09 დეკემბერი, 2023

განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო მსოფლიოში ცნობილია წარმატებული ანტიკორუფციული რეფორმებით, რომელიც მან წლების წინ ჩაატარა. შედეგად საქართველოში დაბალ დონეზე კორუფცია აღმოიფხვრა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა.

07 დეკემბერი, 2023

ადიგენის სოფელ ხევაშენში მერის წარმომადგენლის ძმების კომპანიებმა 2 მილიონამდე ლარის შესყიდვები მიიღეს

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გიორგი ენდელაძე 2015 წელს დაინიშნა. მას შემდეგ დღემდე მისი ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1,905,649 ლარი მიიღეს. აქედან 896,271 ლარი  (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.

07 დეკემბერი, 2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტის თაობაზე

გვსურს, გამოვეხმაუროთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ, საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსში მონაწილე მასწავლებლების, მაია ეკალაძისა და დავით ფერაძის პროტესტს დირექტორობის არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 4 დეკემბრიდან მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების სამინისტროს წინ, ღია ცის ქვეშ გამოთქვამენ პროტესტს და მეორე ღამეა ადგილზე ათევენ.

29 ნოემბერი, 2023

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მთავრობა ვის გადასცემს ქონებას და რა პირობებით

ყოველ ორშაბათს საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა სახელმწიფო ქონება გადასცეს პირდაპირი პრივატიზაციის წესით ამა თუ იმ კომპანიას ან ფიზიკურ პირს ან როგორ შეუმსუბოქოს სახელმწიფო ქონების შეღავათიანი პირობებით მიღებისას წარსულში აღებული ვალდებულებები.

22 ნოემბერი, 2023

იმერეთში წიაღის მომპოვებელი კომპანიების პოლიტიკური შეწირულებები და მიღებული ტენდერები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში  2019-2021 წლებში მიიღეს. ეს კომპანიები მოიპოვებენ როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს.

17 ნოემბერი, 2023

დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას, ხელფასს და მეუღლის ბიზნესწილს მალავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ გაასაჯაროვა 3 უძრავი ქონება და აღებული ხელფასი, ასევე არასრულყოფილად ასახა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

16 ნოემბერი, 2023

მიწებთან დაკავშირებული ამნისტია მხოლოდ მათზე გავრცელდება, ვინც სახელმწიფოს ზიანს აუნაზღაურებს

პარლამენტმა სამი მოსმენით მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ” მთავრობის ინიციატივას, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ათავისუფლებს იმ პირებს, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს და დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

15 ნოემბერი, 2023

პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N5

ბიულეტენში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების მიერ 2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები.

გვერდები