ახალციხის საკრებულოს საქმიანობის შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საქმიანობას.ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.
ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება მიკერძოებისა და ანგარიშსწორების აღქმას აჩენს
2020 წლის 24 ივნისს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება Facebook-ზე ხელისუფლების მიმართ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტების გამო დაიწყო. ვთვლით, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული დისციპლინური წარმოება მიკერძოებისა და ანგარიშსწორების აღქმას აჩენს.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში 2019 წელს: პარტიების შემოსავლები, ხარჯები და ფინანსებზე ზედამხედველობა
2019 წელს იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, მმართველი „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები: ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. კვლევის მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები.