Publications | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
პუბლიკაციები
24 თებერვალი, 2010

იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოება

ახალი წლიდან მოყოლებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ბევრი განცხადება მოისმინა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და მედია ორგანიზაციების მხრიდან, იმის შესახებ, რომ ახალ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, იანვარში უსამართლოდ მოსთხოვეს ელექტროენერგიის და გაზის საკმაოდ დიდი საფასურის გადახდა და საკმაოდ ბევრ მათგანს, გადაუხდელობის გამო, შეუწყდა კიდეც ელექტრონ

23 თებერვალი, 2010

საპროცესო შეთანხმება საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი 2004 წლის თებერვალში საქართველოს სამართლებრივ სისტემაში საპროცესო შეთანხმების შემოღება იყო. საპროცესო შეთანხმება არის „შეთანხმება[პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის] იმაზე, რომ თუ ბრალდებული ბრალს აღიარებს, მას ჩადენილი დანაშაული შეუმცირდება ან მის მიმართ ნაკლებად მკაცრი სანქცია იქნება გამოყენებული”.

19 თებერვალი, 2010

ქართულმა ტელევიზიებმა ესპანელი ჟურნალისტების აფხაზეთში დაკავების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს.

რამდენიმე ქართულმა მედია საშუალებამ ესპანელი ჟურნალისტისთვის სოხუმის ცენტრში მდებარე კაფედან ჩანთის მოპარვის ფაქტი ანტიაფხაზური და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილად აქცია.

19 თებერვალი, 2010

საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება: ინტერნეტი, როგორც საქართველოს მოქალაქეთა გაძლიერების საშუალება

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 38 ქვეყანამ და 15 საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოს დახმარების სახით დაახლოებით 4,55 მლრდ. აშშ დოლარი აღუთქვა, რაც საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელზე დაახლოებით 1000 აშშ დოლარს უდრის. დახმარების 95% 12 დონორზე მოდის. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიზანია, უზრუნველყოს დახმარების პროცესის გამჭვირვალობა და თავად დონორების ანგარიშვალდებულება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მართლაც ისარგებლონ გამოყოფილი დახმარებით.

19 თებერვალი, 2010

ანგარიშვალდებულება ბენეფიციარების მიმართ

ამ ანგარიშში განხილულია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მათი ბენეფიციარების მიმართ აღებული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ვალდებულებები. ანგარიშის მიზანია, (ა) ამ ორგანიზაციებს შეახსენოს მათ მიერ აღებული ვალდებულებები, (ბ)ბენეფიციარებს გააცნოს ეს ვალდებულებები და ხელი შეუწყოს მათ დაცვას და (გ) საზოგადოებას

18 თებერვალი, 2010

საქართველოს მიერ ლობირების მცდელობები

იანვრის ბოლოს, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დიკ გეფჰარდტის მიერ დაარსებული ამერიკული ლობისტი ფირმა “გეფჰარდტ გრუფ გავერნმენტ ეფეარსი” (Gephardt Group Government Affairs). აღნიშნულ ფირმასთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების ღირებულება არის 436, 000 ამერიკული დოლარი.

გვერდები