2022 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2022 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევა

02 ოქტომბერი, 2023

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა. გასულ წელს, მედიის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას დამატებითი საფრთხეები შეექმნა, რაზეც კომპლექსურად იმოქმედა გაუარესებულმა კანონმდებლობამ, ბიზნესგარემოში  გაზრდილმა თვითცენზურამ და მედიაზე გაზრდილმა წნეხმა.

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევის თანახმად:

  • მაუწყებლების ისედაც მწირი სარეკლამო  შემოსავლები 2022 წელს 10 მლნ ლარით შემცირდა და 73.6 მლნ ლარი შეადგინა.
  • სარეკლამო შემოსავლების კლება, დიდწილად, კანონის “მსუსხავმა ეფექტმა” გამოიწვია. Კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ შემცირდა მაუწყებლების მიერ აზარტული თამაშების რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.
  • Პროსახელისუფლებო ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლები თითქმის ორჯერ აღემატება კრიტიკული ტელევიზიების ჯამურ სარეკლამო შემოსავალს. 
  • ჯამური სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი (27 მლნ. ლარზე მეტი)  “იმედის ჰოლდინგმა” მიიღო. შემდეგ მოდიან: “მთავარი არხი” - 10 მლნ  მლნ ლარით“მედიაჰოლდინგი” (“რუსთავი 2”) - 9 მლნ ლარით“ტელეკომპანია პირველი” - 5.8 მლნ ლარით და “ფორმულა” - 5.7 მლნ ლარით.
  • გაიზარდა ღიად პროსამთავრობო ტელეკომპანია “პოსტვ-ის” სარეკლამო შემოსავალი და 4.8 მლნ ლარი შეადგინა.
  • ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ტელეკომპანია “ობიექტივის” შემოსავლების 52.8% (438,442.27 ლარი) კომერციული რეკლამის წილი იყო;
  • გასულ წელს, მილიონ ლარამდე ჯამური შემოსავალი მიიღო ღიად პრორუსული და ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ტელევიზია „ალტ ინფომ“. შემოსავლის 99.8% მაუწყებლის 50%-იანი წილის მფლობელის, ციალა მორგოშიას მიერ შეწირული თანხაა.
  • 2022 წელს, პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაზე ჯამში 1.1 მლნ ლარი დახარჯეს. თანხის ნახევარზე მეტი - 688.3 ათასი ლარი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.
  • გასულ წელს, ფასიანი Სოციალური რეკლამაზე ჯამში 362,878 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 269.9 ათასი ლარი პროსამთავრობო მაუწყებლებმა (“პოსტვ”, “მედიაჰოლდინგი”/”რუსთავი 2”) მიიღეს.

ჰიბრიდული საინფორმაციო ომის პირობებსა და Პოლარიზებულ გარემოში, კრიტიკული მედია კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება. აღნიშნული გამოწვევა განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც იზრდება პოლიტიკური რეკლამების წილი ტელევიზიებში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სატელევიზიო სარეკლამო ბაზარს ყოველწლიურად აკვირდება.

 

 

print