ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება

04 ოქტომბერი, 2024

ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და მისი აღმსარულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება  სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას. 

ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა  ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა.

უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით. 

print