მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიული წინადადება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიული წინადადება

07 მარტი, 2012

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების საერთაშორისო სტანადარტებით ჩატარება.

ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ვეთანხმებით 28 თებერვალს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გამოთქმულ პოზიციას,  წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისათვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის აუცილებლობის თაობაზე და მოგმართავთ წინადადებით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოთ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც  უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში.