საპროცესო შეთანხმება საქართველოში - შეთანხმებული სამართალი
საქართველოში საპროცესო შეთანხმების შემოღება ფეხდაფეხ მოჰყვა 2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციას“. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2004 წლის 13 თებერვალს შევიდა. ინოვაციის თავდაპირველ მიზნად კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იყო დასახელებული.