25 თებერვალი, 2020
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად
აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ეჭვები, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული საორგანიზაციო თუ საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი სწორედ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვაა.