ანტიკორუფციულ რეფორმაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობას
მივესალმებით დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ.
ტელეკომპანია „ობიექტივზე” კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები პრობლემად რჩება
ბოლო კვირის განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ტრიალებს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამები, რაც არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევად ითვლება.
რა შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაში
2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. მივესალმებით ამ ფაქტს, ვინაიდან ბევრი საარჩევნო საკითხი უკეთესად იქნება მოწესრიგებული. გთავაზობთ ძირითადი ცვლილებების და დარჩენილი პრობლემების მოკლე მიმოხილვას.
სუს-ის მიერ „მთავარი არხის“ სიუჟეტზე მიმდინარე გამოძიება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და თვითცენზურის საფრთხეს ქმნის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიების პროცესი კითხვებს აჩენს. მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას, საკითხის სისხლის სამართლის ჭრილში გადატანა ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ქმნის თვითცენზურის საფრთხეს.