განცხადებები | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
განცხადებები
30 ოქტომბერი, 2021

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-19:30)

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები.

30 ოქტომბერი, 2021

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-13:30)

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა.

29 ოქტომბერი, 2021

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2021 წლის 30 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს 250-მდე დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები 28 საარჩევნო ოლქში 170 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 30 მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.

29 ოქტომბერი, 2021

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება

 კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არსებულ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევას გაუმართლებლად მიიჩნევს.  

26 ოქტომბერი, 2021

ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს

 ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების  უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.

20 ოქტომბერი, 2021

შალვა თადუმაძე უფლებადამცველი ორგანიზაციის დირექტორისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ითხოვს

 საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, შალვა თადუმაძემ ეკა გიგაურისათვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც ცნობილია, შალვა თადუმაძე მისი დიპლომის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ცილისწამებისთვის უჩივის.

გვერდები