განცხადებები | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
განცხადებები
13 მაისი, 2011

დოკუმენტური ფილმების ჩვენება "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ოფისში

10 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოიწვია საელჩოებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორი საგამოძიებო ფილმის ჩვენებაზე. ფილმები ინგლისური სუბტიტრებით გადიოდა. ფილმები საკუთრების უფლების შელახვას ეხებოდა და ისინი სტუდია მონიტორმა (დიღმის საქმეზე) და GNS სტუდიამ (ანაკლიის საქმეზე) მოამზადეს. მასალები ფილმების მოსამზადებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანტიკორიფციულმა საკონსულტაციო ცენტრმა მიაწოდა, რადგან სწორედ ამ ცენტრს მიმართეს დაზარალებულმა პიროვნებებმა დასახმარებლად. ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია.

10 მაისი, 2011

ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებების განახელბასთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, მმართველ და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართება.

06 მაისი, 2011

საარჩევნო კოდექსის რეფორმა

გასული წლის ოქტომბერში საარჩევნო კოდექსის გასაუმჯობესებლად შეიქმნა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. სხვადასხვა მხარეებს საშუალება მიეცათ არჩევნების შესახებ კანონში საკუთარი ცვლილებები წარმოედგინათ.

13 აპრილი, 2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აინტერესებს, კონკრეტულად რა ნაწილებში არ ეთანხმება საქართველოს მთავრობა აშშ–ს ადამიანის უფლებათა ანგარიშს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებათა ანგარიშის გამოქვეყნებას.

22 თებერვალი, 2011

სამირ ალიბაევის გარდაცვალება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მეგობრისა და აზერბაიჯანელი კოლეგის, სამირ ალიბაიევის მოულოდნელი ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

07 იანვარი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დარბევასთან დაკავშირებით

6 იანვარს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში 11 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პრესკონფერენცია შედგა. პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს მიმართეს და მოუწოდეს 3 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანთა აქციის ძალადობრივი დაშლა ჯეროვნად იქნას გამოძიებული. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი.

04 ოქტომბერი, 2010

ამალია კოსტანიანის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთის" დამფუძნებლის გარდაცვალების შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2010 წლის 30 სექტემბერს ამალია კოსტანიანის გარდაცვალების გამო.

08 ივნისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჟურნალისტური კონკურსის შედეგებს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 20 აპრილს პროექტის „საპროცესო შეთანხმება საქართველოში” ფარგლებში გამოაცხადა ჟურნალისტური კონკურსი საუკეთესო სტატიის გამოსავლენად საპროცესო შეთანხმების თემაზე.

20 აპრილი, 2010

ჟურნალისტური კონკურსი - საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს კონკურსს საუკეთესო სტატიისთვის საპროცესო შეთანხმების თემაზე. კონკურსისთვის მისაღებია როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი სტატიები.

გვერდები