პროკურატურის გამოძიება ე.წ. მოსმენების საქმეზე ეფექტიანად არ მიმდინარეობს
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2021 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკოსების და სხვა პირთა შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების პროცესს და, მიგვაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის რეაგირება არსებითად არაეფექტიანია და სამართლებრივი შედეგის დადგომას მიზნად არ ისახავს.