საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება: ინტერნეტი, როგორც საქართველოს მოქალაქეთა გაძლიერების საშუალება
19 თებერვალი, 2010
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 38 ქვეყანამ და 15 საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოს დახმარების სახით დაახლოებით 4,55 მლრდ. აშშ დოლარი აღუთქვა, რაც საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელზე დაახლოებით 1000 აშშ დოლარს უდრის. დახმარების 95% 12 დონორზე მოდის.