ვარდების რევოლუციის შემდეგ ფისკალურ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განუხრელი ზრდა არის. ეჭვგარეშეა, რომ ეს სახელმწიფოს ზოგადი ქმედუნარიანობის ზრდას მიანიშნებს, რაც ამ შემთხვევაში შემოსავლის ამოღების გაზრდილიუნარით გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა 2004 წელს მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსით შემცირებული გადასახადების ფონზე მოხდა. 2003 წლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო შემოსავლები1(გრანტების ჩათვლით) გასამმაგდა 933 055 000 ლარიდან2 2006 წელს 2 948 747 ლარამდე გაიზარდა. ეს ბიუჯეტის თითქმის ყოველწლიური სეკვესტრირების პრეზიდენტ შევარდნაძის დროინდელი ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა.