ანგარიშები | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
ანგარიშები
24 დეკემბერი, 2021

საქართველოს მთავრობის შეჩერებული ანტიკორუფციული პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გააანალიზა 2020-2021 წლებში ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელება და შესაბამისი ინსტიტუციური მოდელის ეფექტიანობა.ძირითადი მიგნებები

10 დეკემბერი, 2021

პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან, შეუთავსებელი საქმიანობა და არადეკლარირებული კომპანიები

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ახალი ანგარიში მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეათე მოწვევის პარლამენტშიც.

07 დეკემბერი, 2021

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის აღსრულების შეფასება (2016-2020)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გააანალიზა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის პრაქტიკაში მოქმედება საქართველოს სამინისტროების მაგალითზე, გამოკვეთა არსებული გამოწვევები და შეიმუშავა რეკომენდაციები ამ კანონისა და მისი პრაქტიკაში აღსრულების გაუმჯობესების მიმართულებით. 

03 დეკემბერი, 2021

2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

2013-2020 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარ-სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მლნ  ლარი დაიხარჯა. კვლევა ამჯერად 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე  საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

12 ნოემბერი, 2021

2020 წლის სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“  სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს არსებული მდგომარეობა და ძირითადი ტენდენციები შეისწავლა. კვლევაში მიმოხილულია, თუ როგორ აისახა „კოვიდ 19-ის“ გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვები და საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების მიერ რეკლამისთვის დახარჯული თანხები სარეკლამო ბაზარზე.

29 სექტემბერი, 2021

მედია — ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე: წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასება

  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არჩევნების წინ ტრადიციულად წარმოგიდგენთ მედიაგარემოს შეფასების ანგარიშს, რომელიც მოიცავს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს. მასში მოყვანილი ცალკეული მაგალითები აღწერს იმ ძირითად ტენდენციებს და გამოწვევებს, რომლის წინაშე დღეს ქართული მედია დგას.

გვერდები